ნინო ლაცაბიძე: განსაკუთრებით ემოციური საღამო გვქონდა გუშინ „ქართულზე“, რადგან საფესტივალო სცენაზე, ქართული დიასპორების ანსამბლები იდგნენ

რუსთავში, ქართული ქორეოგრაფიის კონკურ-ფესტივალი „ქართული-2026“, დღეს საზეიმო კონცერტითა და დაჯილდოების ღონისძიებით დასრულდება. „ქართულის“ ბოლო საკონკურსო დღე კი შვედეთიდან, გერმანიიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორების ანსამბლებს – „შოშია“, „სამანი“ და „კავკასია“ დაეთმო. ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს დეპუტატები, ფესტივალის სტუმრები, დამეგობრებული ქალაქის ინეგოლის ხელმძღვანელი პირები […]