მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, რუსთავის მერიის მიერ დაწყებული, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, დღეს, თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, რუსთავში არსებული სილამაზის სალონების წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგი რუსთავის მერიის და ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრის’’ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე, ქალაქში მოქმედი კოსმეტიკური ცენტრების წარმომადგენლებს, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ […]
რუსთავის მერიამ მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი პროგრამა აამოქმედა. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ორიენტირებული მუნიციპალური მომსახურება, C ჰეპატიტის, აივ/ შიდსის და ტუბერკულოზის სკრინინგს ითვალისწინებს. პროგრამას, რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი ახორციელებს. კამპანია, სოციალურად აქტიურ მუნიციპალურ სამსახურებში ლაბორატორიული კვლევების ადგილზე ჩატარებასაც ითვალისწინებს. ახალი პროგრამის ბენეფიციარები, 18 […]
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 2023-2024 სასწავლო წლისათვის, აცხადებს კონკურსს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ოთხ სასტიპენდიო პროგრამაზე: • საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა 2023-2024; • საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა 2023-2024; • საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამა 2023-2024; • საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024. პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა […]
რუსთავის მერიის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში, საქართველოს დამსახურებული მხატვრისა და მოქანდაკის, რუსთავის საპატიო მოქალაქის, არაერთი საპატიო წოდების მქონე ხელოვანის, გიორგი ჩალაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. ,,ჩემი დიდი სურვილი იყო და ამაში თითოეული რუსთაველის აზრი ემთხვევა, რომ ბატონი გიორგის შემოქმედება, რომელიც 92 წლისაა და ძალიან დიდი ცხოვრებისეული გზა განვლო რუსთავში, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ენახა. დიდი მადლობა […]
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის დირექტორ კევინ მაკლოკლინს და პროგრამის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ნინო ლაცაბიძემ შეხვედრაზე მუნიციპალური სერვისების განვითარების კუთხით, რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. რუსთავის მერმა USAID- ის წარმომადგენლებს ახალი მუნიციპალური სერვისცენტრის მიმდინარე პროექტიც გააცნო. USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო და კერძო […]
საქართველოს წითელმა ჯვარმა შექმნა ონლაინ შემოწირულობის პლატფორმა https://bit.ly/3xTKOe2 თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ათასობით ადამიანის დასახმარებლად. გაიღეთ რამდენიც შეგიძლიათ – ნებისმიერი სახის შემოწირულობა მნიშვნელოვანია. საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკი: GE92BG0000000162662819 თიბისი ბანკი: GE44TB7406736120100003 დონაციის ნომერი: – ზარის ღირებულება 1 ერთი ლარი. თქვენს მიერ გაღებული შემოწირულობა დახმარების სახით გადაეცემა თურქეთისა და სირიის წითელ ნახევარმთვარეს. საკონტაქტო პირი: […]
რუსთავის მერიის და ახალგაზრდების ერთობლივი კამპანიის- ,,თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება. ნინო ლაცაბიძე, ამჯერად მე-11 სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. ახალი კამპანიის მიზანი, რუსთავის განვითარების პროცესში, ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერება და მნიშვნელოვანი პროექტების მათთან ერთად დაგეგმვაა. კამპანიის ,,თაობა მომავლისთვის” ფარგლებში, ანალოგიური შეხვედრები, რუსთავის ყველა კერძო და საჯარო სკოლაში გაიმართება.
საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის” 11 წლამდე გუნდმა ლიეტუვაში ატეიტის თასის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. რუსთაველებმა 28 გუნდს შორის მე-7 ადგილი დაიკავეს. ატეიტას თასის გათამაშებაზე, გუნდი რუსთავის მერიის დაფინანსებით გაემგზავრა. 2022 წელს, “რუსთავის” 11 წლამდე გუნდი სამი პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა (Ateitis CUP 2022 Batumi, ბენდელას თასი, ელიტ ლიგა).
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა და სპეციალური სერთიფიკატები გადასცა. Squad-R ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი-2023, რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის” ორგანიზებით გაიმართა. ბანაკის მიზანი რუსთაველი ახალგაზრდების შეხვედრების ორგანიზება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, პროექტებზე მუშაობის უნარების განვითარება და ახალგაზრდული შესაძლებლობების გამოვლენაა. პროექტს რუსთავის მერია აფინანსებს. ბანაკის ბოლო ეტაპის შეკრება თელავში თებერვლის ბოლოს […]