რუსთავის მერია ქალაქის შემოგარენში არსებული აუთვისებელი ტერიტორიების ურბანული განვითარების პროექტზე და განვითარების გენერალური გეგმის განახლებაზე იწყებს მუშაობას. 800 ჰექტარი მიწის განაშენიანების პროექტზე, რუსთავის მერიის არქიტექტორები, ურბანისტების საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად იმუშავებენ. აღნიშნულ თემაზე, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ შეხვედრა გამართა, სადაც აუთვისებელი ვრცელი ტერიტორიების ურბანული განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაცია, რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა კობა ძლიერიშვილმა წარადგინა. […]
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან ერთად, რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების გეგმას გაეცნო. კომპანია ,„რუსთავის წყალი“ 2023 წლის ბოლომდე, რუსთავში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც ქალაქის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. კომპანიის სამომავლო გეგმები და კონკრეტული პროექტები, რუსთავის მერსა და სემეკის თავმჯდომარეს, კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე თემურ ჯანელიძემ გააცნო. „რუსთაველებს როგორც […]