რუსთავის მერიისა და კომპანია ,,ბეკოს” ორგანიზებით, პროფესიულ-დრამატული თეატრის უკან მდებარე სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე ცაცხვისა და არყის ხის ნერგები დარგეს, რომლებიც ქალაქს საჩუქრად კომპანია ,,ბეკომ“ გადასცა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ,,ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ, ტელეწამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა რევაზ გოგიძემ, […]