რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე USAID-ის ახალი პროგრამის გახსნას დაესწრო

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) თვითმმართველობების ახალი პროგრამა წარადგინა. ადგილობრვი თვითმმართველობების ახალი პროგრამა, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქქიიმ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან ერთად გახსნა. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალი პროგრამა, საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას, ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდას ითვალისწინებს და მასში […]

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული”- ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული სტუდენტური პროგრამის – ,,მართე შენი ქალაქი“ მესამე ეტაპი დასრულდა. რუსთავის მერი, დღეს პროექტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. ნინო ლაცაბიძე სტაჟირების პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს გაესაუბრა და მათი შთაბეჭდილებები მოისმინა. ,,რუსთავის მერიაში ძალიან საინტერესო პროგრამას ვახორციელებთ. ეს პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა, იქედან გამომდინარე, რომ ძალიან დიდია დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, […]

რუსთავი კომედიის თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს

1-დან 12 ნოემბრის ჩათვლით, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი კომედიის თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი თეატრის სკვერში საზეიმო ღონისძიებითა და ცისფერ დარბაზში თეატრისა და კინოს ვარსკვლავებთან შეხვედრით გაიხსნა. ფესტივალი, რომელიც რუსთავის მერიის ხელშეწყობით ტარდება, ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრმა გახსნა. დასმა მაყურებელს ლევან წულაძისა და თემო კუპრავას სპექტაკლი ,,ფიგაროს ქორწინება“ წარუდგინა. ღონისძიებას, რუსთავის მერი ნინო […]

ნინო ლაცაბიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის შეხვდა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის შეხვდა. შეხვედრას გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ნინო ლაცაბიძემ, სტუმრებს რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, პროექტებისა და არსებული გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, რეფორმების შედეგად, მუნიციპალური სერვისები მოქალაქეებზე უფრო მეტად […]