რუსთავში, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. 2023 წლის ბოლომდე, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში, კიდევ 100 ახალი ლიფტი დამონტაჟდება. პროექტი, რუსთავის მერმა მოსახლეობას წლის დასაწყისში, ქალაქის ახალი განვითარების გეგმასთან ერთად წარუდგინა. ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროცესი, დღეისთვის, ქალაქის რამდენიმე უბანში ერთდროულად მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სამუშაოების მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის, ,,რუსთავის კორპუსისა” […]

მე ამაყი ვარ, რომ ჩვენს პატარა ქალაქს ამდენი ოქროს მედალოსანი, ამდენი წარმატებული ახალგაზრდა ჰყავს – ნინო ლაცაბიძე

რუსთავის სკოლების 149 ოქროსმედალოსანმა, სპეციალურად მათთვის მოწყობილ მიღებაზე, მერიის ფულადი ჯილდო მიიღო. საზეიმო მიღებაზე მისულმა ახალგაზრდებმა ფულადი ჯილდოს გარდა, საჩუქრები კერძო ბიზნესის წარმომადგენლებისგანაც მიიღეს. სპეციალურად მათთვის დაწესებული პრიზები, ლოტოტრონის პრინციპით გათამაშდა. რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ოქროს მედალოსნებს, სპეციალური სიგელები ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადასცა. ნინო ლაცაბიძემ მათ სკოლის ოქროს მედალზე დამთავრება მიულოცა და შემდგომი […]