რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული სტუდენტური პროგრამა – ,,მართე შენი ქალაქი“ გრძელდება. პროექტი, ქალაქის მართვაში სტუდენტების ჩართვას და მათთვის თვითმმართველობის მუშაობის გაცნობას ითვალისწინებს. პროგრამის მეხუთე ეტაპის მონაწილეებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა. ქალაქის მერი სტუდენტებს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. შეხვედრას, ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანელი […]