რუსთავის მერიამ, ქალაქში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურისა და შიდასაუბნო საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის მიზნით, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დაიწყო. პროექტი აფხაზეთის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის, ველობილიკების, სანიაღვრე ქსელის, ტროტუარების, გარე განათების, სარწყავი სისტემისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაეცნო. ,,რუსთავში კიდევ […]