17 ოქტომბერს, საქართველოში, ვეტერანის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს დამოუკიდებლობის სკვერში არსებული გმირთა მემორიალი. საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“ კანონი მიიღო, რაც შემდგომში, ვეტერანის […]
რუსთავის მერიისა და საქართველოში ავსტრიის საელჩოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავის ახალ მედიათეკაში, ავსტრიული კუთხე გაიხსნა. ავსტრიული კუთხე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა გახსნეს. ,,სასიხარულოა, რომ ავსტრიის საელჩოს თანადგომით რუსთავის მედიათეკაში, ჩვენს ახალგაზრდებს ისეთ ლიტერატურასთან […]