რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინიციატივის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, ბათუმში მიმდინარე რეგიონულ ურბანულ ფორუმს ესწრება. ფორუმის მიზანია ქალაქების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრისა და კრიზისის მართვის გზების შემოთავაზება, ინოვაციური მიდგომებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს არსებული ურბანული სივრცეების უფრო მწვანე და მდგრად გარემოდ გარდაქმნას. ღონისძიებას, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები […]