ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, რუსთავში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კიდევ ერთი ავტომატური სადგური განთავსდა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. ,,საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებისთვის […]