რუსთავში, კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ცურტაველის სახელობის მოედნიდან ცენტრალურ პარკამდე არსებული ტერიტორიის განახლებას და რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ქვაფენილის ტროტუარები, ველობილიკები, მწვანე ზონები, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები და ახალი სანიაღვრე ქსელი. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ,,რუსთავის მერიამ მთავრობის გუნდის მხარდაჭერით, […]