რუსთავის ცენტრალურ პარკში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა გაიმართება ნიჩბოსნობაში. ტურნირში მონაწილეობას რუსთავის, თბილისის, დუშეთის, ბათუმის, მცხეთის, ფოთის, ქუთაისის და სომხეთის გუნდები მიიღებენ. გამარჯვებულები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება. ტურნირი მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება.