რუსთავის მერია, მეცნიერ შალვა ამონაშვილთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სფეროში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

რუსთავის მერია, აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან ერთად, ქალაქის ბაგა-ბაღებში, მოზარდის განვითარებაზე მეტად ორიენტირებული მეთოდიკის დანერგვაზე მუშაობს და ცნობილ მეცნიერთან ერთად, ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი – ,,სკოლამდელ დაწესებულებათა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაცია რუსთავში”, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძისა და აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის პრეზენტაცია, დღეს შალვა ამონაშვილმა და ნინო ლაცაბიძემ, მედიათეკაში გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს. […]