პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, რუსთავში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კიდევ ერთი ავტომატური სადგური განთავსდა

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, რუსთავში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კიდევ ერთი ავტომატური სადგური განთავსდა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. ,,საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებისთვის […]