რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, თბილისის საკრებულოში, რუსთაველი მოქანდაკისა და მხატვრის ზაქარია გულისაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. თამარ მეფის სახელობის დარბაზში, ხელოვანის 30-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ზაქარია გულისაშვილის სკულპტურული და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, პერიოდულად იმართება ქვეყნის სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში. ხელოვანის ორი ნამუშევარი, ამჟამადაც გამოფენილია საქართველოს ეროვნულ გალერეაში. რუსთაველი მხატვრის ფერწერული ნამუშევრები, […]