რუსთავის მერიის ეკოლოგიური და ახალგაზრდული პროექტის – ,,ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ პირველი ეტაპი, კლდიაშვილის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებულ სკვერში გამწვანების აქციით დაიხურა. აქციას, პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები შეუერთდნენ. ,,რუსთავში ახალგაზრდებისთვის შექმნილი პროგრამის – ,,ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ პირველი ეტაპი დასრულდა. ეს […]
რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული პროგრამის – „მართე შენი ქალაქი“ მეხუთე ეტაპი დასრულდა. ნინო ლაცაბიძე პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე, ახალგაზრდებმა ერთთვიანი სტაჟირების შედეგები შეაჯამეს და რუსთავის მერს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს. შეხვედრას, მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანელი ჩხარტიშვილიც ესწრებოდა. ,,პროგრამამ ,,მართე შენი ქალაქი“ ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს ძალიან მახარებს. პროგრამა […]
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ქართულ-აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდნენ. რუსთავის მერმა, მედიათეკის სტუმრებს სპეციალურად ახალგაზრდებისთვის შექმნილ სერვისებზე მიაწოდა ინფორმაცია და ის პროგრამები გააცნო, რომლებიც მათთვის დაიგეგმა და განხორციელდა. ,,სამთავრობო და საპარლამენტო გუნდი ვაგრძელებთ შეხვედრებს, ვაჯამებთ წელს, ასევე ვგეგმავთ 2024 წლის ახალ პროექტებს. მედიათეკაში საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა […]
რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც რუსთავის მერიამ 15 ნოემბერს წარუდგინა საკრებულოს, ,,ნაციონალური მოძრაობის“, პარტია ,,საქართველოსთვისა“ და ,,ლელოს“ ერთი წევრისგან შემდგარმა უმრავლესობამ არ დაამტკიცა. საკრებულოში წარდგენამდე, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, გუნდთან ერთად მოსახლეობას გააცნო. ბიუჯეტის პრიორიტეტებზე რუსთაველებთან ერთად მუშაობა, რუსთავის მერიამ მაისიდან დაიწყო და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარი აქცენტები, […]
,,2 წელი რუსთავის ახალი განვითარებისთვის“- ამ შინაარსის იყო პრეზენტაცია, რომელიც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილმა, მოსახლეობას დღეს წარუდგინეს. პრეზენტაციას, სხვადასხვა პროფესიის რუსთაველებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, დავით მათიკაშვილი, […]
რუსთავში, მუნიციპალური სერვისების ცენტრში, სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახურის” წარმომადგენლებმა, რუსთავის მერიის თანამშრომლებთან და საკრებულოს წევრებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, მერიის ადმინისტრაციის უფროსი მიხეილ მუზაშვილი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები დაესწრნენ. ,,რუსთავის მუნიციპალური სერვისების ცენტრში, დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა ისაუბრეს იმ ახალ სერვისზე, რომელსაც ჩვენს […]
რუსთავის მერიამ 25 მილიონი ლარით გაზრდილი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, დღეს ქალაქის საკრებულოში წარადგინა. 2024 წლის საწყისი ბიუჯეტის პროექტი 112 753 324 ლარით განისაზღვრა. საკრებულოში შეტანამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი ასპექტები და პრიორიტეტები ახალგაზრდებს გააცნო. ქალაქის მერმა, ახალ პროგრამებზე და პროექტებზე პრეზენტაცია მედიათეკაში შეკრებილ ახალგაზრდებს წარუდგინა და მათ მიერ დასმულ კითხვებს […]
რუსთავის მერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ (GFG) ფარგლებში, მოქალაქეთა მონაწილეობით, ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მოსახლეობის თხოვნით, რუსთავის მერია, მე-14 მიკრორაიონის N46-47-48 კორპუსების შიდა ტერიტორიაზე, ახალ რეკრეაციულ საზოგადოებრივ სივრცეს მოაწყობს. ,,რუსთაველების ჩართულობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, ახალი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. სწორედ მოსახლეობის თხოვნით, 2024 წელს […]
რუსთავის მერია, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის ფორმირებაში მოსახლეობის აქტიური ჩართვის მიზნით, საჯარო შეხვედრებსა და განხილვებს მართავს. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტები, პროგრამები და პროექტები, დღეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს გააცნო. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს, საკრებულოში წარდგენამდე, ნინო ლაცაბიძე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 700-ზე მეტ წარმომადგენელს გააცნობს. ,,მოსახლეობასთან, ამხანაგობების თავმჯდომარეებთან ერთად […]