ბრძანება სკოპინგის დასკვნა
რუსთავში, კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ცურტაველის სახელობის მოედნიდან ცენტრალურ პარკამდე არსებული ტერიტორიის განახლებას და რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ქვაფენილის ტროტუარები, ველობილიკები, მწვანე ზონები, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები და ახალი სანიაღვრე ქსელი. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ,,რუსთავის მერიამ მთავრობის გუნდის მხარდაჭერით, […]
17 ოქტომბერს, საქართველოში, ვეტერანის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს დამოუკიდებლობის სკვერში არსებული გმირთა მემორიალი. საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“ კანონი მიიღო, რაც შემდგომში, ვეტერანის […]
რუსთავის მერიისა და საქართველოში ავსტრიის საელჩოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავის ახალ მედიათეკაში, ავსტრიული კუთხე გაიხსნა. ავსტრიული კუთხე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა გახსნეს. ,,სასიხარულოა, რომ ავსტრიის საელჩოს თანადგომით რუსთავის მედიათეკაში, ჩვენს ახალგაზრდებს ისეთ ლიტერატურასთან […]
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, რუსთავში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კიდევ ერთი ავტომატური სადგური განთავსდა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. ,,საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებისთვის […]
რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული სტუდენტური პროგრამა – ,,მართე შენი ქალაქი“ გრძელდება. პროექტი, ქალაქის მართვაში სტუდენტების ჩართვას და მათთვის თვითმმართველობის მუშაობის გაცნობას ითვალისწინებს. პროგრამის მეხუთე ეტაპის მონაწილეებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა. ქალაქის მერი სტუდენტებს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. შეხვედრას, ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანელი […]
რუსთავში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, ავღანეთში სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული მიხეილ ნარინდოშვილის მემორიალი გაიხსნა. საზოგადოებრივ სივრცეს, სადაც მემორიალი განთავსდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მიხეილ ნარინდოშვილის სახელი მიენიჭა. ,,რუსთავში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი თანამოქალაქის, გმირი ადამიანის – მიხეილ ნარინდოშვილის მემორიალი და მისი სახელობის სკვერი გავხსენით. ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს ჩვენი გმირის შესახებ, რომელიც […]
რუსთავის მერიამ, ქალაქში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურისა და შიდასაუბნო საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის მიზნით, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დაიწყო. პროექტი აფხაზეთის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის, ველობილიკების, სანიაღვრე ქსელის, ტროტუარების, გარე განათების, სარწყავი სისტემისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაეცნო. ,,რუსთავში კიდევ […]
,,რუსთავქალაქობა 2023“ რუსთავში, თავისუფლების მოედანზე ქართული მუსიკის საღამოთი აღინიშნა. ქალაქის დღესასწაულის მთავარი თემა, წელს უძველესი და მე-20 საუკუნის განახლებული რუსთავის ისტორია იყო. საზეიმო საღამოს ყველა თაობის, მათ შორის სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ის ადამიანები ესწრებოდნენ, რომელთაც განახლებული ქალაქის მშენებლობასა და განვითარებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვით. ,,ჩვენს ქალაქს და თითოეულ რუსთაველს კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენი ქალაქის […]