რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებული, ქართული ქორეოგრაფიის ფესტივალის – ,,ქართული” საკონკურსო ნაწილი, გალა-კონცერტითა და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. კონკურს-ფესტივალის სპეციალურმა ჟიურიმ, გამარჯვებულები 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა. საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა და რუსთავის მერის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯილდო, ფესტივალის მონაწილე ოცდაოთხივე ანსამბლს ხვდა წილად. კონკურსის გრან პრისა და საპრიზო ადგილების მფლობელი ქორეოგრაფიული ჯგუფები, რუსთავის მერმა ნინო […]