რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, სოციალური პედაგოგიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გერმანელ ექსპერტებს შეხვდნენ და რუსთავში ამ მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს. გერმანულ დელეგაციას ქალაქ ნოიმიუნსტერის სასწავლო ცენტრის (Elly-Heuss-Klapp-Schule ) ხელმძღვანელი რომან შპაუკი და დარგის სხვა სპეციალისტები წარმოადგენდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ შშმ პირების […]
რუსთავის მერია, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაციას იწყებს. ინფრასტრუქტურული პროექტი, მოსახლეობას, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტუხაშვილთან, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურისა და კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან ერთად გააცნო. „რუსთავის მერიის გუნდი ლომოურისა და მელიქიშვილის ქუჩების გასასვლელებში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ვიწყებთ. ამ უბანში, საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე ქსელი არ […]
რუსთავში, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე პროექტი, დასრულების ეტაპზეა. მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ერთდროულად ოთხი ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კლდიაშვილის სახელობის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო და ჯამში საავტომობილო გზა 13 700 კვ/მ ფართობზე შეიცვლება. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად, […]
რუსთავში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. კოსტავას გამზირიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით კოსტიუმირებული მსვლელობა მოეწყო, რომელშიც რუსთავში მოქმედი მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიების ბავშვებმა, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა და მათმა მშობლებმა, ორკესტრთან და ანიმაციური ფილმების გმირებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. „ვულოცავ ჩვენს პატარებს დღევანდელ დღეს, მინდა, რომ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში იცხოვრონ. დღეს ჩვენი ქალაქი მათთვის განსაკუთრებით ფერადია და ძალიან ბევრი ღონისძიება […]
გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში შპს ,,ალტერვეისტის“ 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების (ნარჩენი ზეთები) დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ექსპლუატაცია დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ექსპლუატაცია დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,ალტერვეისტი“ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო […]