ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

რუსთავში შობა-ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს

რუსთავში, შობა-ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე, სადაც საშობაო სოფელი მოეწყობა, მთავარი ნაძვის ხის მორთვა თითქმის დასრულებულია. საახალწლო ილუმინაციები და გირლანდები დამონტაჟდა კოსტავასა და მეგობრობის გამზირებზე. საახალწლოდ ირთვება თოდრიას სახელობის ქუჩა, ქალაქის ცენტრალური გამზირის შუაგამყოფი ზოლი, მესხიშვილის ქუჩის, მშვიდობის, ასევე შარტავას სახელობის და ჭყონდიდელის დასახლებაში არსებული სკვერები. სადღესასწაულოდ ეწყობა ქალაქის შიდასაუბნო სივრცეებიც. უკვე […]

თავდაცვის მინისტრმა, რუსთავის მერმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა დამოუკიდებლობის სკვერი გახსნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, რუსთავში დამოუკიდებლობის სკვერი გაიხსნა. დამოუკიდებლობის სკვერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა გახსნეს. სივრცე, რომელსაც რუსთაველები ,,დიდების ხეივნის“ სახელით იცნობდნენ, მთლიანად რეაბილიტირებულია. განახლებული რეკრეაციული სივრცე 26 მაისის ახალი მონუმენტით იწყება.  სკვერში სრულად განახლდა მემორიალები, მათ შორის საქართველოს […]

საქსტატმა რუსთაველი მოსწავლეებისთვის ინტერაქტიური პორტალის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რუსთაველი მოსწავლეებისთვის ინტერაქტიური პორტალის – ,,სტატისტიკა ბავშვებისა და მოზარდებისთვის“ პრეზენტაცია გამართა. რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გამართულ ღონისძიებას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი ღასან ხალილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ. საქსტატის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, ინტერაქტიურ პორტალზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს […]

რუსთავში კიდევ ერთი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

ახლადრეაბილიტირებულ მერვე ბაგა-ბაღში, დღეიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი  განახლდა. მე-8 ბაღი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პირველ მოადგილე კახა გურულთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად დაათვალიერა. ,,რუსთავში დასრულდა კიდევ ერთი ბაღის სრული რეაბილიტაცია. დღეს განახლდა სასწავლო პროცესი მე-8 ბაგა-ბაღში. 2022 წელს, ბაღებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის, ჯამში 3, 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს პროცესი 2023 წელსაც […]

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ქვემო ქართლის ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო

რუსთავის მერი ქვემო ქართლის ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ორგანიზებით, ბოლნისში გაიმართა. ნინო ლაცაბიძემ სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, […]

რუსთავის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს მეორედ წარუდგინა

რუსთავის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტი საკრებულოს განსახილველად მეორედ წარუდგინა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების საკითხი რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ 24 ნოემბერს პირველი მოსმენით ჩააგდო და მერიას შენიშვნების დოკუმენტთან ერთად უკან დაუბრუნა. ოპოზიციური საკრებულოს მიერ გადაგზავნილი შენიშვნების დოკუმენტი მხოლოდ მათი სურვილების ჩამონათვალია, მოთხოვნები არარეალისტურია, რიგ შემთხვევაში საერთოდ სცილდება მერიის კომპეტენციას და რაც მთავარია, დოკუმენტში ასახული არცერთი პუნქტი […]

რუსთავის თეატრმა დაარსებიდან 55 წლის იუბილე აღნიშნა

რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის დაარსებიდან 55 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო საღამო, გოგი ქავთარაძის სახელობის შემოქმედებითი სივრცის გახსნით და პირველი სპექტაკლის – ,,სირანო დე ბერჟერაკის“ კოსტიუმების გამოფენით გაიხსნა. მოგვიანებით კი დიდ დარბაზში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც რუსთავის თეატრის მსახიობებთან ერთად, სახელმწიფო ანსამბლი ,,რუსთავი“ და ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის თეატრის […]