27 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში, საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი ,,რუსთავის თასი 2023” ჩატარდება

27 მარტიდან, რუსთავის ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსი, საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირს „რუსთავის თასი 2023“ უმასპინძლებს. ტურნირის გახსნის ცერემონია 27 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება. ასპარეზობაში, 12 წლამდელთა 16 გუნდი, მათ შორის ესტონელი  და ლატვიელი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირის ფლეი-ოფის შეხვედრები  30 მარტს, ფინალური შეხვედრა კი 1 აპრილს, 18:00 საათზე ჩატარდება. ,,რუსთავის თასი 2023’’ -ის საპრიზო ადგილების მფლობელები სხვადასხვა […]

კამპანია ,,თაობა მომავლისთვის” ფარგლებში, მოსწავლეებთან შეხვედრები გრძელდება

კამპანიის ,,თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, რუსთავის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გრძელდება. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ამჯერად, მე-16, მე-14 და 1-ელი საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრებს, ქალაქის მერთან ერთად, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, საკალათბურთო კლუბის ,,რუსთავი“ მწვრთნელი ანატოლი ბოისა, საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის” გოგონათა გუნდის ხელმძღვანელი ნინო პასიკაშვილი და მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანელი […]

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები ხორციელდება

რუსთავში,  დასასრულს უახლოვდება გზის დაგების სამუშაოები გონაშვილის დოლიძის და ჩოხელის ქუჩებზე, სადაც დღემდე საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა. პროექტის მიხედვით,  3200 კვადრატულ მეტრ ფართობზე,  არმირებული ბეტონის საფარი  დაიგო, მოეწყო სანიაღვრე ქსელიც. პროექტის ბოლო ეტაპის მიმდინარეობას, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად,  ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და მიმდებარე ტერიტორიის […]

25 მარტს, რუსთავის ღია საგამოფენო სივრცეში, ”შაბათი ART ბაზარში” გაიმართება

რუსთავში, მეგობრობის გამზირის N1-ის მიმდებარედ, ღია საგამოფენო სივრცეში,  ღონისძიება სახელწოდებით ‘შაბათი ART ბაზარში” გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, 14:00 საათიდან, სკვერში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. მოგვიანებით, 18:00 საათზე, კი მუსიკალური ბენდების  ”Strange Brew” და ”PAPANUSI” კონცერტი დაიწყება. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდა რუსთაველი მუსიკოსებისა და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.

რუსთავის მერია სტუდენტური სტაჟირების პროგრამას აცხადებს

ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს სტუდენტური სტაჟირების პროგრამას სტაჟირება მოიცავს ინტენსიურ პროგრამას, რომლის მიზანია ახალგაზრდები გაეცნონ, როგორც ზოგადად თვითმმართველობის სისტემას, ასევე, კონკრეტულად მისი სამსახურების მუშაობის სპეციფიკას სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ბაკალავრის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს. სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე (აპრილი) სტუდენტთა რაოდენობა: 15 გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი ჩაერთე შენი ქალაქის მართვასა და განვითარებაში მეტი […]

რუსთავში ახალ რეკრეაციულ სივრცეში გამწვანების აქცია გაიმართა

შიდასაუბნო სივრცეების განვითარებისა და მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, მე-15 მიკრორაიონში მოწყობილ ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, გამწვანების აქცია გაიმართა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, ახალ სკვერში არსებული იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, რუსთაველი ახალგაზრდებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და ,,რუსთავსერვისცენტრის“ წარმომადგენლებმა მიიღეს. ,,გაზაფხულის დადგომასთან […]

ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების მონიტორინგის ფარგლებში, სილამაზის სალონების წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, რუსთავის მერიის მიერ დაწყებული, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, დღეს, თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, რუსთავში არსებული სილამაზის სალონების წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგი რუსთავის მერიის და ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრის’’ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე, ქალაქში მოქმედი კოსმეტიკური ცენტრების წარმომადგენლებს, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ […]

რუსთავის მერიის ახალი მუნიციპალური სერვისი C ჰეპატიტის, აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სკრინინგს ითვალისწინებს

რუსთავის მერიამ მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი პროგრამა აამოქმედა. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ორიენტირებული მუნიციპალური მომსახურება, C ჰეპატიტის, აივ/ შიდსის და ტუბერკულოზის სკრინინგს ითვალისწინებს. პროგრამას, რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი ახორციელებს. კამპანია, სოციალურად აქტიურ მუნიციპალურ სამსახურებში ლაბორატორიული კვლევების ადგილზე ჩატარებასაც ითვალისწინებს. ახალი პროგრამის ბენეფიციარები, 18 […]

,,განათლების საერთაშორისო ცენტრი” სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსს აცხადებს

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 2023-2024 სასწავლო წლისათვის, აცხადებს კონკურსს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ  ოთხ სასტიპენდიო პროგრამაზე: • საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა 2023-2024; • საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა 2023-2024; • საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამა 2023-2024; • საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024. პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა […]

რუსთავის მერიამ უხუცეს რუსთაველ მხატვარს, გიორგი ჩალაძეს ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოუწყო

რუსთავის მერიის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში, საქართველოს დამსახურებული მხატვრისა და მოქანდაკის, რუსთავის საპატიო მოქალაქის, არაერთი საპატიო წოდების მქონე ხელოვანის, გიორგი ჩალაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. ,,ჩემი დიდი სურვილი იყო და ამაში თითოეული რუსთაველის აზრი ემთხვევა, რომ ბატონი გიორგის შემოქმედება, რომელიც 92 წლისაა და ძალიან დიდი ცხოვრებისეული გზა განვლო რუსთავში, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ენახა. დიდი მადლობა […]