კამპანიის – ,,თაობა მომავლისთვის“ პირველი ეტაპი N28 საჯარო სკოლაში გამართული შეხვედრით დასრულდა

რუსთავის მერისა და ახალგაზრდული დეპარტამენტის ინიციატივით დაწყებული კამპანია – „თაობა მომავლისთვის“, რომელიც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან მათთვის საინტერესო საკითხებზე დისკუსიას ითვალისწინებდა, #28 საჯარო სკოლაში გამართული შეხვედრით დასრულდა. კამპანიის ფარგლებში, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე რუსთაველ წარმატებულ სპორტსმენებთან, მუსიკოსებთან და სხვა ცნობად სახეებთან ერთად, 1700-მდე ახალგაზრდას შეხვდა. რუსთავის მერმა საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს, ქალაქში მიმდინარე და […]

რუსთავის მერმა, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელს, მუნიციპალური სერვისცენტრის პროექტი გააცნო

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მერიაში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება – თანამედროვე მუნიციპალური სერვისცენტრის პროექტი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელს, კევინ მაკლოკინს გააცნო. ნინო ლაცაბიძემ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ცენტრის წარმომადგენლებს მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრის შენობა დაათვალიერებინა და იმ სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც რუსთაველები ერთ სივრცეში ძალიან მალე მიიღებენ. […]

ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ბიბლიოთეკების თანამშრომლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ქალაქში პირველი ბიბლიოთეკის გახსნიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლებსა და მკითხველებს უმასპინძლა. ნინო ლაცაბიძემ ბიბლიოთეკების თანამშრომლებს, წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში, ქალაქში თანამედროვე ტიპის მედიათეკა გაიხსნება, სადაც მკითხველს კომფორტული და სასიამოვნო გარემო დახვდება. ,,რუსთავის ბიბლიოთეკა 75 წლის გახდა, ჩვენ დღეს მივულოცეთ და […]

ნინო ლაცაბიძემ 2024 წლის პრიორიტეტების განსაზღვრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ერთად დაიწყო

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, 2024 წლის სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრები დაიწყო. მერიაში გამართულ პირველ შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ახალი განვითარების კონცეფცია, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე მუნიციპალური სერვისები და პროგრამები, ჭყონდიდელის დასახლების, მე-20-ე და 21- ე მიკრო რაიონების კორპუსების ამხანაგობების თავმჯდომარეებთან ერთად განიხილა. შეხვედრა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. […]

რუსთავის მერიის და კომპანია ,,გალფის” ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო კორტი გაიხსნა

რუსთავის მერიის და კომპანია ,,გალფის” ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო კორტი გაიხსნა. საკალათბურთო მოედნის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ზაზა ფაჩულიასთან, ,,გალფის“ გენერალურ დირექტორ ქრეიგ კრამერთან და კომპანიის დამფუძნებელ ვანო ნაკაიძესთან ერთად დაესწრო. ,,ეს პროექტი კარგი მაგალითია, იმისა, თუ როგორ გაერთიანდა მუნიციპალიტეტი, ბიზნესი და წარმატებული სპორტსმენი, რომელმაც ნამდვილად იცის წარმატების […]