ბრძანება
განცხადება გზშ-ის ანგარიში
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 2023 წლის 28 სექტემბრის #39-392327116 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საკრებულოს დაევალა, თავიდან განიხილოს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარდგენილი საკითხები. მოსამართლის გადაწყვეტილებით, არაუფლებამოსილ პირებად იქნენ აღიარებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების, საფინანსო-საბიუჯეტო, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიები, […]
რუსთავში, აფხაზეთის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის მიმდინარეობას, მონიტორინგის მიზნით, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზებზე, სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა პროექტით გათვალისწინებული. ,,რუსთავში, აფხაზეთის ქუჩაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, პროექტი მოიცავს ორ უკვე არსებულ ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას და ერთი […]
23 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ოკუპაციის დღეებთან დაკავშირებით, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში გამოფენა – „ბრძოლა ბოლშევიკური ოკუპაციის წინააღმდეგ 1921-1924 წწ.” გაიმართება. გამოფენა 23 თებერვალს გაიხსნება და 6 მარტამდე გაგრძელდება.
ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი, რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს შეხვდა. ნინო ლაცაბიძემ ჩეხ დიპლომატს, რუსთავში მუნიციპალური რეფორმების ფარგლებში გახსნილი სერვისების ახალი ცენტრი დაათვალიერებინა. ,,ჩეხეთის ელჩს საქართველოში, პეტრ კუბერნატს შევხვდით დღეს, ვისაუბრეთ რუსთავის ახალი განვითარების კონცეფციაზე, მას ასევე გავაცანით რეფორმირების შედეგად მიღებული თანამედროვე მუნიციპალური სერვისები. ჩეხეთის საელჩომ კი თავის მხრივ, ფოტო-ისტორიით გაგვაცნო თუ […]
კონკურს-ფესტივალი რუსთავის მერიის ორგანიზებით, აპრილის ბოლოს გაიხსნება. ფესტივალ ,,ქართულის” შესახებ პრეზენტაცია გაიმართა რუსთავის მერიაში. ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სახელოვნებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხატია ფოცხვერაშვილთან ერთად, რუსთავში მოქმედი ქორეოგრაფიული სტუდიებისა და ანსამბლების ხელმძღვანელებს, ფესტივალის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და მათი მოსაზრებები მოისმინა. ,,გაზაფხულზე, რუსთავში, ქორეოგრაფიული ფესტივალი – ,,ქართული” ჩატარდება. ერთი კვირის განმავლობაში, რუსთაველებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს, […]
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „მასდარ ჯორჯია ენერჯის“ მიერ წარდგენილია ახალ სამგორსა (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) და ჭყონდიდელის დასახლებას (რუსთავის მუნიციპალიტეტი) შორის ტერიტორიაზე, 96-100 მეგავატიანი (მგვტ) მზის ფოტოვოლტური (PV) ელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. […]
შპს „თეიმურაზ ჯანგულაშვილი და კომპანიას“ ცემენტის წარმოებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 15 ივლისის N2- 1080 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის 15 თებერვლის N2-147 ბრძანება იხილეთ