ნინო ლაცაბიძე და ირაკლი შატაკიშვილი მაგისტრალურ მილსადენზე GWP-ის მიერ წარმოებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მონიტორინგის მიზნით გაეცნენ

რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, კომპანია GWP-ი მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციის პროექტებს აგრძელებს. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანიასთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად, მონიტორინგის მიზნით მშვიდობის ქუჩაზე , მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთის შეცვლის მასშტაბური სამუშაოები დაათვალიერეს. ,,კომპანია GWP მშვიდობის ქუჩაზე […]

ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, 2024 წლის სამუშაო გეგმის პრეზენტაცია გამართა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მერიის სამსახურებთან ერთად, 2024 წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების, პროგრამებისა და რეფორმების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნებისა“ და მერიის ყველა სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,რუსთავის მერიის გუნდმა, სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად წარვადგინეთ გეგმა, რომელიც 2024 […]

რუსთავის მერია და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების გაძლიერების მიზნით, ერთობლივ საპილოტე პროექტს განახორციელებენ

რუსთავში, სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრში -,,კესანე”, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების მხარდასაჭერად, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ ინიცირებული პროექტი – ,,მწვანე შუქი” განხორციელდება. პროექტის დეტალებზე დღეს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრას, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, ,,კესანეს” დირექტორი ეკა ნოზაძე და ქალთა და […]

შპს „ჯეო ენტერპრაიზის“ მიერ, რუსთავში მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ

2024 წლის 2 თებერვალს შპს „ჯეო ენტერპრაიზმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ქ. რუსთავში მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დამატებითი განცხადება. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე- www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/ccadbe09-7dcd-49bb-be47- 8efa52b3ecc9 დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან […]

შპს „რუსელოისის“ მეტალურგიული (ფეროშენადნობთა) საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკრინინგის ანგარიშის შესახებ

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „რუსელოისის“ მიერ წარდგენილია მეტალურგიული (ფეროშენადნობთა) საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 14 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: […]

რუსთავში ძველი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავთენტური არაფორმალური განათლების ცენტრი შენდება

რუსთავში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველი შენობის ავთენტური იერსახის სრულიად ახალი შენობა აშენდება. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურაბ ტაბაღუასთან და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მშენებლობის პროცესს, სამუშაო ფორმატში ადგილზე […]

ნინო ლაცაბიძე – ,,თაობა რუსთაველი“ ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას აძლევს

რუსთავის განვითარებაში ახალგაზრდების აქტიურად ჩართვის მიზნით, ქალაქის მერიამ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.   ,,თაობა რუსთაველი” – ასეთი სახელწოდება აქვს პროექტს, რომლის ფარგლებშიც, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ახალგაზრდებს რუსთავზე სასაუბროდ იწვევს. ნინო ლაცაბიძის ახალგაზრდებთან პირველი შეხვედრა, რუსთავის მედიათეკაში გაიმართა. შეხვედრის მიმდინარეობისას, რუსთაველმა ახალგაზრდებმა  ნინო ლაცაბიძეს, ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვები და პროექტები გაუზიარეს, მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე […]

შპს „მშენებელი 2004“-ის მიერ ქ. რუსთავში, ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ

2024 წლის 23 იანვარს შპს „მშენებელი 2004“- მა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დამატებითი განცხადება. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge . დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/009781f5-aad6-4c7c-ace0-b74d1c071d5c დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის დამატებით განცხადებასთან […]

ნინო ლაცაბიძე – თბილისის მიმართულებით, რუსთაველების კომფორტული და შეუფერხებელი მგზავრობა, ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, თბილისის მიმართულებით მგზავრებს 20 ახალი ევრო-5-ის სტანდარტის ავტობუსი მომსახურება. ამასთანავე, დღეიდან რუსთავის მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასურის გადახდა, სრულად საბარათე სისტემაზე გადავიდა. როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების რაოდენობის გაზრდა, მგზავრთა კომფორტულ და შეუფერხებელ გადაყვანას შეუწყობს ხელს. ,,თბილისის მიმართულებით, რუსთაველების კომფორტული და შეუფერხებელი მგზავრობა, ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთ […]