რუსთავის ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა, რუსთაველი მხატვრის გურამ მღებრიშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას და ქვეყნის გაქრისტიანების 1700 წლისთავს ეძღვნება. ექსპოზიციის გახსნას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე, რუსთაველი მხატვრები, გურამ მღებრიშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. „ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის გალერეაში, რუსთაველი მხატვრის […]