რუსთავში, სს „რუსთავის აზოტის“ ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკრინინგის ანგარიშის შესახებ

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, დაგეგმილი საქმიანობისთვის (ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით სს „რუსთავის აზოტის“ მიერ ა/წ 5 მაისს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. სკრინინგის განცხადება თანდართული დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/238b191d-e14a-447d-88f6-a16e19cc4add. გთხოვთ, სკრინინგის განცხადებით გათვალისწინებულ […]

რუსთავში, რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს

რუსთავში, ისტორიული უბნების რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურ ფაზაშია და სამუშაოები, ამჟამად, რუსთაველის N27, N29, N31, N35, N38, N40, N42, N44 და N46  კორპუსებში მიმდინარეობს. რუსთაველის ქუჩა ძველი რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბანია და მისი რესტავრაციის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, […]