რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელება იწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავის ისტორიულ უბნებში 100 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით განახორციელებს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელთან ერთად, ძველ რუსთავში ასლანიკაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის დეტალები გააცნეს. […]