რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს

რუსთავში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მონიტორინგის მიზნით, პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავში №25 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს. ძველი, ავარიული […]