რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მე-19 მიკრორაიონში დაიწყო

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო. N10 საჯარო სკოლის, N43 საბავშვო ბაღისა და გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე, ახალი საავტომობილო გზა 5600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ადგილზე გაეცნენ. „რუსთავში ვაგრძელებთ გზების რეაბილიტაციისა და ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს. ცენტრალური ხელისუფლების […]