ნინო ლაცაბიძე: 26 მაისი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს წინაშე გვაქვს თითოეულ ჩვენგანს

რუსთავში 26 მაისი დილიდან მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. სადღესასწაულოდაა მორთული თავისუფლების მოედანი და ქალაქის ცენტრალური ქუჩები. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რუსთავში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება. წლევანდელი 26 მაისის მთავარი ლაიტმოტივის – ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავი ბანერები, საქართველოს ეროვნულ დროშასთან და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პორტრეტთან ერთად, ქალაქის მერიის მთავარ […]