რუსთავში საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. დღეისათვის, სამუშაოები ქალაქის სხვადასხვა უბანში, ერთდროულად 15 მისამართზე მიმდინარეობს. საცხოვრებელი შენობის სრული რესტავრაციის სამუშაოები ტარდება ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ – სპორტის ქუჩა N2-ში. პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ. „რუსთავში, სპორტის ქუჩა N2-ში ერთ-ერთი გამორჩეული […]