რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეში მწვანე ტექნოლოგიების კვირეული ჩატარდა

რუსთავის მერიის ინიციატივით, ციფრული განვითარების სივრცეში მწვანე ტექნოლოგიების კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდებს მდგრადი განვითარების ტექნოლოგიებისა და ეკოინოვაციების შესახებ ლექციები ინოვაციების სკოლისა და „Rethink STEM“ სკოლის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. პროექტში 15-დან 17 წლამდე ასაკის რუსთაველები იყვნენ ჩართული. მწვანე ტექნოლოგიების კვირეულის მონაწილეები გუნდურ სამუშაოებში ჩაერთნენ და STEAM მიმართულებით საინტერესო გამოცდილება შეიძინეს. „ქალაქის ურბანულ განვითარებაში მწვანე ტექნოლოგიების გამოყენება, […]