რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია და უახლოეს პერიოდში დასრულდება. პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. „რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩაზე ვახორციელებთ ერთ-ერთ რთულ პროექტს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებას და რეაბილიტაციას ეხება. ეს შენობა სპეციალისტების დასკვნით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. […]