რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის დირექტორ კევინ მაკლოკლინს და პროგრამის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ნინო ლაცაბიძემ შეხვედრაზე მუნიციპალური სერვისების განვითარების კუთხით, რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. რუსთავის მერმა USAID- ის წარმომადგენლებს ახალი მუნიციპალური სერვისცენტრის მიმდინარე პროექტიც გააცნო. USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო და კერძო […]
საქართველოს წითელმა ჯვარმა შექმნა ონლაინ შემოწირულობის პლატფორმა https://bit.ly/3xTKOe2 თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ათასობით ადამიანის დასახმარებლად. გაიღეთ რამდენიც შეგიძლიათ – ნებისმიერი სახის შემოწირულობა მნიშვნელოვანია. საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკი: GE92BG0000000162662819 თიბისი ბანკი: GE44TB7406736120100003 დონაციის ნომერი: – ზარის ღირებულება 1 ერთი ლარი. თქვენს მიერ გაღებული შემოწირულობა დახმარების სახით გადაეცემა თურქეთისა და სირიის წითელ ნახევარმთვარეს. საკონტაქტო პირი: […]
რუსთავის მერიის და ახალგაზრდების ერთობლივი კამპანიის- ,,თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება. ნინო ლაცაბიძე, ამჯერად მე-11 სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. ახალი კამპანიის მიზანი, რუსთავის განვითარების პროცესში, ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერება და მნიშვნელოვანი პროექტების მათთან ერთად დაგეგმვაა. კამპანიის ,,თაობა მომავლისთვის” ფარგლებში, ანალოგიური შეხვედრები, რუსთავის ყველა კერძო და საჯარო სკოლაში გაიმართება.
საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის” 11 წლამდე გუნდმა ლიეტუვაში ატეიტის თასის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. რუსთაველებმა 28 გუნდს შორის მე-7 ადგილი დაიკავეს. ატეიტას თასის გათამაშებაზე, გუნდი რუსთავის მერიის დაფინანსებით გაემგზავრა. 2022 წელს, “რუსთავის” 11 წლამდე გუნდი სამი პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა (Ateitis CUP 2022 Batumi, ბენდელას თასი, ელიტ ლიგა).
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა და სპეციალური სერთიფიკატები გადასცა. Squad-R ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი-2023, რუსთავის მერიის ,,სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის” ორგანიზებით გაიმართა. ბანაკის მიზანი რუსთაველი ახალგაზრდების შეხვედრების ორგანიზება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, პროექტებზე მუშაობის უნარების განვითარება და ახალგაზრდული შესაძლებლობების გამოვლენაა. პროექტს რუსთავის მერია აფინანსებს. ბანაკის ბოლო ეტაპის შეკრება თელავში თებერვლის ბოლოს […]
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „სტანდარტ ცემენტის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია ქ. რუსთავში ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული – https://nea.gov.ge/Ge/GZSH/974). აღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2023 წლის 9 იანვრის N21/19 წერილის საფუძველზე სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ […]
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ძირითადი არაორგანული ნაერთების წარმოება; დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქუჩა N 12 დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2023 წლის 4 აპრილი, 13:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა; საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. გარემოზე […]
რუსთავში, ცურტაველის მოედნის მიმდებარედ, ღია საგამოფენო სივრცეში, რუსთაველი ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. საგამოფენო სივრცეში 40-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება; დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჯეო-ფილერი“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავში, ჯავახიშვილის ქ. №9; დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 10 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). სკრინინგის […]