საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში, ნატახტარი (წიწამური)- რუსთავის მონაკვეთის ლოჭინის კვანძიდან რუსთავამდე უბნის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ

2024 წლის 23 თებერვალს, სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში „ნატახტარი (წიწამური)- რუსთავის მონაკვეთის ლოჭინის კვანძიდან რუსთავამდე უბნის (ლოტი N5) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადება. გზშ-ის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: […]

რუსთავი მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლებს

რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდება. ღონისძიება, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, სპეციალურად მოწყობილ იმ სივრცეში გაიმართება, რომელმაც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, რუსთავის  პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლა. 2024 წლის სიმპოზიუმისთვის მზადება, რუსთავის მერიამ უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე, ღონისძიებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის დასუფთავება და სიმპოზიუმის სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ,,კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და ლამაზი ტრადიციის აღდგენისთვის ვემზადებით. […]

ნინო ლაცაბიძე დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩებს და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონსა და რუმინეთის ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდა. შეხვედრას რუსთავის მერიის ადმინისტრაციის უფროსი მიხეილ მუზაშვილი,  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქის მერმა სტუმრებს მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი დაათვალიერებინა. ნინო ლაცაბიძემ ელჩებს რუსთავის განვითარების გეგმა გააცნო და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების […]