რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ბრიუსელში, ევროპის რეგიონული კომიტეტის და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების დღისადმი მიძღვნილ მეცხრე შეხვედრას დაესწრო და პანელში, თემაზე-,,ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების გაფართოების პროცესი“, სიტყვით გამოვიდა. ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მუნიციპალიტეტში, ბოლო წლებში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე, თვითმმართველობების გაძლიერებისა და საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესში, სამთავრობო და საპარლამენტო მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. ,,დღეს […]
რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებული, ქართული ქორეოგრაფიის ფესტივალის – ,,ქართული” საკონკურსო ნაწილი, გალა-კონცერტითა და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. კონკურს-ფესტივალის სპეციალურმა ჟიურიმ, გამარჯვებულები 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა. საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა და რუსთავის მერის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯილდო, ფესტივალის მონაწილე ოცდაოთხივე ანსამბლს ხვდა წილად. კონკურსის გრან პრისა და საპრიზო ადგილების მფლობელი ქორეოგრაფიული ჯგუფები, რუსთავის მერმა ნინო […]
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, რუსთავის მერიასთან ერთად, პროექტის – ,,საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურება” ფარგლებში, რუსთავში ახალ პროგრამას იწყებს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების პროგრამა, რუსთავში ორგანიზაცია ,,EY საქართველოს” დახმარებით ხორციელდება. პროგრამის მიზანია, საქართველოს მუნიციპალურ სატრანსპორტო სექტორში, თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და ინკლუზიური სატრანსპორტო მომსახურების ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია, […]
2024 წლის 12 მარტს, შპს „რეციკლინგმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ქ. რუსთავში, სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა და აღდგენის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დამატებითი განცხადება. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/e371a047-d215-40d8-ac8d-1c72dff761cc დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის […]
ა(ა)იპ რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმო ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების მოკლევადიან კურსებზე მიღებას იწყებს. კურსი განკუთვნილია რუსთავში მცხოვრები ქალებისთვის, ვისაც აქვს სურვილი, დაეუფლოს ავტობუსის მძღოლის პროფესიას. „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული კურსი მოიცავს, როგორც ავტობუსის მართვის, საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების. პრაქტიკული სწავლების დროს კი, მონაწილეები გაივლიან […]
რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” ტარდება. კონკურს-ფესტივალის მიზანი, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია და ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელშეწყობაა. სპეციალურად ,,ქართულისთვის” საფესტივალო სივრცე რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ტბის ნაპირზეა მოწყობილი. ფესტივალის საზეიმო გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი დაესწრნენ. ,,რუსთავში განწყობა ნამდვილად ქართულია, ცენტრალურ პარკში გაიხსნა ახალი ფესტივალი – ,,ქართული”, 27 აპრილამდე ვმასპინძლობთ როგორც […]
რუსთავში, 21 აპრილს ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გაიხსნება. ფესტივალი წელს პირველად ტარდება და მასში ქვემო ქართლში მოქმედი ანსამბლებიდან, 1500-მდე მოცეკვავე იღებს მონაწილეობას. ფესტივალის საკონკურსო ნაწილი, 21 აპრილს გაიხსნება და 25 აპრილს დაიხურება. ექსკლუზიურად დამზადდა ფესტივალის ლოგო, რომელზეც რუსთაველმა კალიგრაფმა ნიკა ღუნაშვილმა იმუშავა. ექსკლუზიურია მუსიკაც, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ შექმნა და რომელსაც ეთნო ჯაზ ბენდი […]
21 აპრილიდან, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ქართული ხალხური კონკურს-ფესტივალ „ქართულის“ სივრცე გაიხსნება. 27 აპრილის ჩათვლით, საფესტივალო სივრცეში, 14:00 საათიდან, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება კვების ობიექტები. ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ რეგიონისთვის დამახასიათებელ კუთხეებს. 21-დან 25 აპრილის ჩათვლით, ყოველდღე, 19:00 საათიდან დაიწყება საფესტივალო, 20:00 საათიდან კი საკონკურსო ნომრები. ფესტივალის მუსიკა, ექსკლუზიურად ,,ქართულისთვის” კომპოზიტორმა დავით […]
რუსთავის მერია მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩასატარებლად ემზადება. სიმპოზიუმში მონაწილეობის სურვილი, წელს ასამდე ხელოვანმა გამოთქვა საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. რუსთავის მედიათეკაში, სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები სპეციალურმა კომისიამ განიხილა და საწყის ეტაპზე, ის 16 ნამუშევარი შეარჩია, რომელსაც მოქანდაკეები ადგილზე შექმნიან. ,,რუსთავში, მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია აღდგა და წელს, ძალიან დიდი საერთაშორისო ინტერესი აქვს. ასამდე განაცხადია შემოსული […]