ძველი რუსთავის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, გამაგრება-რესტავრაცია, 6 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს

რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი ხორციელდება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავის ისტორიულ უბნებში, 100 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით ახორციელებს. ამ ეტაპზე, ასლანიკაშვილის N3, N5, N7, N11, ბათუმის N19 და N25 საცხოვრებელ კორპუსებში მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან  […]