რუსთავში საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს დეპუტატ მიხეილ ბერუაშვილთან და „რუსთავის კორპუსის“ წარმომადგენლებთან ერთად, ფალიაშვილის ქუჩაზე გაეცნო. „მსხვილ პროექტებთან ერთად, რომელსაც რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ვახორციელებთ, აქტიურად მიმდინარეობს. დღეისათვის მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ერთდროულად მიმდინარეობს ლიფტების, სადარბაზოებისა და სახურავების რემონტი, ამასთანავე ახალი გზების, […]