რუსთავის მერია, მუნიციპალური რეფორმების ფარგლებში, თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების პროგრამას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები ხელოვნური ინტელექტის კურსს გადიან. ასევე გრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომელთა გადამზადების პროცესიც. მუნიციპალური რეფორმების და სერვისების განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროფესიული გადამზადების კურსი, რუსთავის მერიის 1 500-მდე თანამშრომელს აქვს გავლილი. „იმ პროექტების პარალელურად, რომლებსაც ჩვენი ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის ვახორციელებთ, რუსთავის […]