რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა, კიდევ ერთ ლოკაციაზე- აფხაზეთის ქუჩაზე დაიწყო

რუსთავის მერიამ, ქალაქში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურისა და შიდასაუბნო საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის მიზნით, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დაიწყო. პროექტი აფხაზეთის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის, ველობილიკების, სანიაღვრე ქსელის, ტროტუარების, გარე განათების, სარწყავი სისტემისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაეცნო. ,,რუსთავში კიდევ  […]

რუსთავში ,,რუსთავქალაქობისადმი“ მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა

,,რუსთავქალაქობა 2023“ რუსთავში, თავისუფლების მოედანზე ქართული მუსიკის საღამოთი აღინიშნა. ქალაქის დღესასწაულის მთავარი თემა, წელს უძველესი და მე-20 საუკუნის განახლებული რუსთავის ისტორია იყო. საზეიმო საღამოს ყველა თაობის, მათ შორის სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ის ადამიანები ესწრებოდნენ, რომელთაც განახლებული ქალაქის მშენებლობასა და განვითარებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვით. ,,ჩვენს ქალაქს და თითოეულ რუსთაველს კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენი ქალაქის […]

რუსთავში ,,რუსთავქალაქობისთვის“ მზადება მიმდინარეობს

რუსთავში, დღეს ,,რუსთავქალაქობას“ აღნიშნავენ. ქალაქის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღამო 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე დაიწყება, სადაც მზადება დილიდან მიმდინარეობს. ,,რუსთავქალაქობა 2023“-ის მთავარი თემა, უძველესი და მე-20 საუკუნის რუსთავის ისტორიაა. ,,დღეს რუსთავში აღვნიშნავთ ჩვენი ქალაქის დღეს. საღამოს 19:00 საათზე, ქალაქის მთავარ მოედანზე ძალიან სასიამოვნო კონცერტი დაიწყება. ველოდებით ყველას, მთელ რუსთავს, ღონისძიებაზე არ გვაქვს არცერთი პერსონალური მოსაწვევი. მე დარწმუნებული […]

ნინო ლაცაბიძე – დღეს, ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ აზოტის საწარმოში, რუსთაველებისთვის სამუშაო პირობები უნდა გაუმჯობესდეს და ეკოლოგიის მიმართულებით, მმართველმა კომპანიამ უფრო ძლიერი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგას

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სს საზოგადოება ,,რუსთავის აზოტის“ მმართველი ,,ინდორამა კორპორაციის” ( Indorama Corporation)თავმჯდომარეს შრი პრაკაშ ლოჰიას, ვიცე-თავმჯდომარე ამიტ ლოჰიას და  ,,რუსთავის აზოტი-ინდორამას“ გენერალურ დირექტორს, ლევან ბურდილაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ნინო ლაცაბიძემ, ,,რუსთავის აზოტი-ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ და ,,ინდორამა კორპორაციის“ თავმჯდომარემ, საწარმოში მიმდინარე და უკვე განხორციელებულ ინვესტიციებზე, დასაქმებულთათვის შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონით […]

ნინო ლაცაბიძე ინიციატივის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მიმდინარე რეგიონულ ურბანულ ფორუმს ესწრება

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინიციატივის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, ბათუმში მიმდინარე რეგიონულ ურბანულ ფორუმს ესწრება. ფორუმის მიზანია ქალაქების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრისა და კრიზისის მართვის გზების შემოთავაზება, ინოვაციური მიდგომებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს არსებული ურბანული სივრცეების უფრო მწვანე და მდგრად გარემოდ გარდაქმნას. ღონისძიებას, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები […]