ბრძანება
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – სს „რუსთავის აზოტის“ 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „რუსთავის აზოტი“ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო […]
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, გამოცხადდა რეგისტრაცია სახელმწიფო საგრანტო პროგრამებზე 2024-2025. 1. პროგრამის ,,უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-2025“ მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის, შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კვალიფიციური კადრების საზღვარგარეთ მომზადება და რეგიონების განვითარების მიზნით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინტეგრირება. იხილეთ დეტალური ინფორმაცია : https://shorturl.at/BFOS0 2. პროგრამის ,,საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2024-2025“ მიზანია, საჯარო (საბიუჯეტო) […]
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ჰაერის მართვის გეგმის მიხედვით განხორციელებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა. ,,რუსთავის მერიის გუნდმა, საქართველოს პარლამენტში წარვადგინეთ ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რაც საპარლამენტო და სამთავრობო გუნდთან ერთად განვახორციელეთ რუსთავის ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ბოლო ორი წლის განმავლობაში […]
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი რუსთავის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი და პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ. რუსთავის ახლადრეაბილიტირებულ მე-18 საჯარო სკოლაში შეკრებილ 150 პედაგოგს, გიორგი ამილახვარი მასწავლებელთა მხარდაჭერის, მათი პროფესიული განვითარების გეგმებზე და ახალ სახელფასო პოლიტიკაზე ესაუბრა. საუბარი შეეხო […]
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, რუსთავის მერიის პროექტის – „თაობა რუსთაველი‘‘ ფარგლებში, რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ. კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ შეხვედრაზე, გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდებს საგანმანათლებლო სფეროში დაგეგმილი რეფორმების და განათლების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. განათლების მინისტრმა ახალგაზრდების მხრიდან […]
რუსთავის მერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, ახალგაზრდების დასაქმების ეკოპროექტით ეხმაურება. პროექტში – ,,ახალი სიმწვანე“ 18-დან 29 წლამდე ასაკის რუსთაველი ახალგაზრდები, ონლაინრეგისტრაციით ერთიანდებიან და ქალაქის გამწვანების სამსახურში, ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისი ანაზღაურებით იწყებენ მუშაობას. პროექტის პირველი საპილოტე ეტაპი უკვე განხორციელდა, დასაქმებისა და ეკოლოგიური პროექტის მონაწილეთა ახალი ნაკადის რეგისტრაცია კი 30 მარტს დასრულდა. ,,ახალ სიმწვანეში” ჩართული ახალგაზრდების პირველი […]
რუსთავის მერიამ, თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართვის მიზნით, პროგრამა „მართე შენი ქალაქის“ მეშვიდე ეტაპი დაიწყო. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს შეხვდა და ,,მართე შენი ქალაქის“ შესახებ დეტალურად ესაუბრა. რუსთავის მერიის სამსახურების მუშაობის სპეციფიკას, მუნიციპალურ სერვისებსა და რეფორმებს, ერთი თვის განმავლობაში, კიდევ 21 სტუდენტი გაეცნობა. პროგრამა – „მართე შენი ქალაქი“ მეორე წელია, წარმატებით მიმდინარეობს […]
რუსთავის მერიამ მეცნიერ შალვა ამონაშვილის აკადემიასთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სფეროში ახალი პროექტის განხორციელება დაიწო. პროექტი – „სკოლამდელ დაწესებულებათა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაცია რუსთავში“, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის და აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ინიციატივით ხორციელდება. ახალი პროექტი, რუსთავის ბაგა ბაღების თანამშრომლებისთვის ჰუმანური პედაგოგიკის მიმართულებით, სპეციალური ტრენინგ კურსების ჩატარებას ითვალისწინებს. „რუსთავის საბავშვო ბაღებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, შენდება […]